16 აგვისტოს „ტორპედო“ ალბანურ „კუკესს“ განმეორებით შეხვედრაში დაუპირისპირდება
FaceBook
ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე, ქუთაისის "ტორპედო" ალბანური "კუკესს" დაუპირსპირდება.
განმეორებითი შეხვედრა ალბანეთის ქალაქ ტირანაში შედგება.

"ტორპედოელებმა" უკვე ჩაატარეს წინა სამატჩო ვარჯიში.

ქუთაისის "ტორპედომ" ალბანური კლუბი პირველ შეხვედრაში ანგარიშით 5:2 დაამარცხა.

ამ შედეგით ქუთაისური კლუბი ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპს მიუახლოვდა. თუ "ტორპედო" "კუკესს" საპასუხო მატჩშიც მოუგებს, მაშინ ის ე.წ. პლეი ოფში თამაშის უფლებას მოიპოვებს.

მოგებით გაიარა "ტორპედომ" ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი, სადაც ფარერების კლუბი "ვიკინგური" სტუმრადაც და გამეორებით შეხვედრაშიც დაამარცხა.


Print