„ტორპედომ“ ფარერების საფეხბურთი კლუბი ისევ დაამარცხა
FaceBook
"ტორპედომ" ევროპა ლიგის მეორე საკვალფიკაციო ეტაპზე ფარერების საფეხბურთო კლუბი "ვიკინგური" ანგარიშით 0:4 დაამარცხა.
შეხვედრა ფარერის კუნძულებზე 2 აგვისტოს გაიმართა. "ვიკინგურის" კარში გოლები თორნიკე კაპანაძემ, ალექსანდრ აზაცკიმ, მამუკა კობახიძემ და მილოშ ლანჩიმ გაიტანეს.

"ტორპედომ" ფარერების კლუბი პირველ შეხვედრაში, რომელიც ქუთაისში გაიმართა 3:0 დაამარცხა. ორი მატჩის ჯამში "ტორპედოს" 7 ქულა აქვს და ის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს.

მომდევნო ეტაპზე "ტორპედო" ალბანურ "კიკეშს" შეხვდება.


Print