ქუთაისის "ტორპედომ" ფარერების საფეხბურთო კლუბი დაამარცხა
FaceBook
ქუთაისის "ტორპედომ" ფარერების საფეხბურთო კლუბი ანგარიშით 3:0 დაამარცხა.

ევროპის ლიგის მეორე საკვალუფიკაციო ტურნირის შეხვედრა რამაზ შენგელიას სტადიონზე გაიმართა. ფარერების "ვიკინგურის" კარში გოლი თორნიკე კაპანაძემ, გიორგი ქიმაძემ და ლევან კუტალიამ გაიტანეს.

მომდევნო შეხვედრა გუნდებს შორის 2 აგვისტოს ფარერებში გაიმართება.
Print