26 ივლისს „ტორპედო“ ევროპა ლიგის მატჩზე ფარერებს დაუპირისპირდება
FaceBook
მოლდოვურ "შერიფთან" მარცხისა და ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნის შემდეგ, "ტორპედო" ევროპა ლიგაზე ინაცვლებს.
26 ივლისს ქუთაისის საფეხბურთო კლუბი ფარერების გუნდს "ვიკინგურს" დაუპირისპირდება.

ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი "ტორპედოს" მოედანზე ჩატარდება.

თამაშამდე ორივე გუნდი პრესკონფერეციას გამართავს.

ქუთაისის "ტორპედომ" ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო მატჩში მოლდოვურ "შერიფს" 2:1 მოუგო, თუმცა, საპასუხო შეხვედრაში 3:0 დამარცხდა და უეფას თასისთვის ბრძოლას გამოეთიშა.

Print