მოშლილი ინფრასტრუქტურა "ტორპედოში" და მზადება ჩემპიონთა ლიგისთვის (ფოტორეპორტაჟი)
FaceBook
ქუთაისის "ტორპედოში" რომელმაც ორ კვირაში ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო მატჩს უნდა უმასპინძლოს, ინფრასტრუქტურა სავალალო მდგომარეობაშია. პრობლემებია როგორც სტადიონზე, ასევე, შენობაში, სადაც კლუბმა ჩემპიონატზე სტუმრად ჩამოსულ გუნდს უნდა უმასპინძლოს.

გასახდელებში, მსაჯების ოთახებში,  საშხაპეებსა და  ტუალეტებში  ამორტიზებულია ჭერი და იატაკი. ბათქაში ცვივა  კედლებიდან. განახლებას საჭიროებს სველი წერტილების ინვენტარი. 

ამორტიზებული ჭერი საპირფარეოში


ჩამოშლილი ბათქაში  სააბაზანოში

დაზიანებული კედელი მსაჯების ოთახში


ამორტიზებული ჭერი სამედიცინო კაბინეტში


შედარებით უკეთესი მდგომარეობაა სტუმართა გასახდელში


წყობრიდანაა გამოსული სარბენი ბილიკი


შედარებით ეკეთესად გამოიყურება სათადარიგო სკამები


სტადიონის ადმინისტარციის თქმით, ახლახან განაახლეს

VIP ლოჟის სკამები

შპს "რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონის" დირექტორი, თამაზ კიკვაძე არ უარყოფს, რომ ასეთი ინფრასტრუქტურით არათუ მაღალი დონის თამაშების, არამედ, შიდა ტურნირების ჩატარებაც არ შეიძლება, თუმცა, ამბობს, რომ შპს-ს ამისთვის საჭირო თანხები არ გააჩნია.

კლუბის ბაზაზე ახლა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე 10 ივლისის შეხვედრისთვის ემზადებიან , სადაც "ტორპედო" მოლდოვურ "შერიფს" უნდა დაუპირისპირდეს. მანამდე სტადიონის ადმინისტრაციამ უეფას ის მოთხოვნები უნდა გაითვალისწინოს, რაც ჩემპიონთა ლიგის თამაშების  ჩასატარებლად დადგენილ სტარდარტებს გულისხმობს. გარდა ინფრასტრუქტურული პრობლემების გამოსწორებისა, ლიგის თამაშის მისაღებად ადმინისტრაციას

VIP ლოჟის გაფართოება და შშმ პირებისა და მათი თანმხლები ადამიანებისთვის ადგილების გათვალისწინება მოუწევს, რაც აქამდე სტადიონზე არ არსებობდა. კლუბს ასევე დაევალება შშმ პირებისთვის საპირფარეშოს მოწყობა. 

თამაზ კიკვაძე ამბობს, რომ მინიმალურ მოთხოვნებს შეასრულებს, თუმცა, არ არის დარწმუნებული, რომ ჩატარებული სამუშაოების მიუხედავად "ტორპედო"  ჩემპიონთა ლიგის თამაშის მიღებას საკუთარ მოედანზე შეძლებს.

იმ შემთხვევაში კი თუ უეფას კომისარს, რომელიც კლუბს თამაშამდე 10 დღით ადრე ეწვევა, არსებული სტანდარტები არ დააკმაყოფილებს, შეხვედრა  "დინამოს" სტადიონზე ჩატარდება. 


ამავე თემაზე:

„ტორპედომ“, შესაძლოა, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო მატჩს ვერ უმასპინძლოს


„მალე გავაფორმებთ ხელშეკრულებას“ - ზაალ ჩაჩავა შპს „რამაზ შენგელიას სტადიონის“ გადაცემაზე

შპს „რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი“, შესაძლოა, ინვესტორს გადაეცეს

ქუთაისის "ტორპედო" 300 000 ლარად გაიყიდა

კომპანია, რომელმაც "ტორპედო" შეიძინა, კლუბის პრეზიდენტის მამის საკუთრებაშია

ქუთაისის მერია "ტორპედოს" აუქციონზე მეორედ გაიტანს

საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" აუქციონი ჩაიშალა


ქუთაისის "ტორპედო" პრეზიდენტმა ზაალ ჩაჩავამ დატოვა

ქუთაისის "ტორპედოს" აუქციონზე გაიტანენ
Print