ქუთაისის ქალთა რაგბის გუნდის პრეზიდენტი საკრებულოს წევრი იქნება
FaceBook
ქუთაისის ქალთა სარაგბო გუნდის პრეზიდენტის პოსტს, საკრებულოს უმრავლეობის წევრი, მაია სიმონიძე დაიკავებს. ქალთა სარაგბო გუნდი ამ დრომდე  ჯერ რაგბის სკოლას, შემდეგ კლუბ "აიას" ეკუთვნოდა, შესაბამისად, ცალკე ხელმძღვანელი არ ჰყავდათ.

თავად მაია სიმონიძე ამბობს, რომ ამ დრომდე მას გუნდთან შემხებლობა არ ჰქონია. მათ შორის არც  ფინანსური მხარდაჭერის თვალსაზრისით. შეგახსენებთ, რომ საკრებულოს დეპუტატი პარალელურად სააქციო საზოგადოება "იმერის" სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელობს. 

"შემხებლობა  არ მქონია, არც სპონსორი ვყოფილვარ, ვგულშევამტკივარობდი  უბრალოდ და შემომთავაზეს",-ამბობს მაია სიმონიძე.

გუნდის  პრეზიდენტს დღეს, "აია არენაზე"  17 საათზე წარადგენენ.

Print