30 მაისს ქუთაისისა და თბილისის საკალათბურთო გუნდებს შორის გამარჯვებული გამოვლინდება
FaceBook
30 მაისს, ქუთაისის სპორტის სასახლეში თბილისის "დინამოსა" და "ქუთაისი 2010"-ის შორის ფინალური მატჩი გაიმართება.
საჩემპიონო მატჩი 17.00 საათზე დაიწყება.

ქუთაისის საკალათბურთო გუნდმა, თბილისის ,,დინამო" ფინალური სერიის მე-4 შეხვედრაში 63:55 დაამარცხა და საერთო ანგარიში გაათანაბრა, რის გამოც, ჩემპიონის გამოსავლენად კიდევ ერთი მატჩის ჩატარება გახდა საჭირო.

"ქუთაისი 2010"-მა ქვეყნის ჩემპიონის ტიტული მხოლოდ ერთხელ, 2016 წელს მოიპოვა.

Print