ქუთაისის საკალთბურთო კლუბმა თბილისის "დინამო" დაამარცხა
FaceBook
ქუთაისის საკალათბურთო კლუბი "ქუთაისი 2010" თბილისის "დინამოს" პლეი ოფის საფინალო მატჩებში დაუპირისპირდა. ადგილობრივმა საკალთბურთო კლუბმა ოთხი მატჩიდან ორი მოიგო, ორში კი თბილისის "დინამომ" იმარჯვა.
საფინალო სერიაში ანგარიში 2:2 გახდა, რის გამოც ჩემპიონის ვინაობას მეხუთე მატჩი გამოავლენს, რომელიც 30 მაისს 19:00 საათზე ქუთაისის სპორტის სასახლეში გაიმართება.

გუნდებს შორის ბოლო მეოთხე მატჩი დღეს თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართა, რომელიც ქუთაისელებმა ანგარიშით 63:55 მოიგეს.

მესამე საფინალო მატჩი გუშინ 27 მაისს თბილისურმა კლუბმა 80:71 მოიგო, ქუთაისში გამართული მეორე მატჩი კი "დინამოს" სასარგებლოდ 81:73 დასრულდა.

ავტორი: ბაქარ ლიკლიკაძე
Print