ფრე ქართულ კლასიკოში და სავსე ტრიბუნები
FaceBook
ეროვნული ლიგის მე-13 ტურის ცენტრალური მატჩი ქუთაისის "რამაზ შენგელიას" სახელობის სტადიონზე ჩატარდა, სადაც ქუთაისის "ტორპედო" თბილისის "დინამოს" დაუპირისპირდა. მატჩი დაძაბული გამოდგა, მასპინძლები მე-6 წუთზე დაწინაურდნენ, თუმცა, თბილისელებმა ანგარიში მალევე გაათანაბრეს.

ორივე გუნდს რამდენიმე საგოლე მომენტი შეექმნათ, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა და მატჩი ფრე 1:1  დასრულდა. 

მატჩს დაახლოებით 10 000 გულშემატკივარი დაესწრო.


ავტორი: ბაქარ ლიკლიკაძე
Print