ქუთაისელების მოგება და ხელის თხოვნა საჯაროდ
FaceBook
ქუთაისის სპორტის სასახლეში კალათბურთში, სუპერ ლიგის პლეი ოფის ფინალური მატჩი ჩატარდა.

"ქუთაისი 2010"-მა თბილისის "დინამოს" უმასპინძლა და თბილისური კლუბი დაძაბულ ბრძოლაში ანგარიშით 77:71 დაამარცხა.

განმეორებითი მატჩი გუნდებს შორის 24 მაისს ქუთაისის სპორტის სასახლეში 18:30 საათზე გაიმართება.

საკალათბურთო მატჩის დაწყებამდე ქუთაისელმა მიშიკო მუმლაძემ საჯაროდ სთხოვა ხელი მის საცოლეს, სოფო საკანდელიძეს. წყვილი, სხვა გულშემატკივრების მსგავსად, სპორტის სასახლეში ფინალურ მატჩს ესწრებოდა.

ავტორი: ბაქარ ლიკლიკაძე



Print