დაპირისპირება რუსთაველ და ქუთაისელ ფანებს შორის
FaceBook
18 მაისს სუპერ ლიგის პლეი ოფის მეოთხე მატჩი გაიმართა, სადაც რუსთავის საკალათბურთო კლუბმა "ქუთაისი 2010"-ს უმასპინძლა.
თამაშის დაწყებამდე ადგილობრივ ფანებსა და ქუთაისელ გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ქუთაისიდან დაახლოებით 20-22 ფანი გაემგზავრა რუსთავში.

ფანებს შორის დაპირისპირება თამაში დაწყებამდე მოხდა.  სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ სიტუაციის განმუხტვას მხოლოდ ერთი საპტრულო ეკიპაჟი ცდილობდა. თუმცა, ადგილზე დამხმარე ეკიპაჟები მალევე მობილიზდნენ. სამართალდამცავებმა ორი ქუთაისელი გულშემატკივარი დააკავეს, რომლებიც ფანების თქმით, მალევე გამოუშვეს.

არც თამაშს ჩაუვლია ექსესების გარეშე, მცირეოდენი დაპირისპირება მოედანზეც მოხდა.

"დაცვის არაორგანიზებული მუშაობის გამო მოხდა ფანების მოედანზე შემოსვლა, რის შემდეგაც მოხდა დარბაზის დაცლა რაც სრულად ლოგიკური იყო", - განმარტა "ქუთაისი 2010"-ის მთავარმა მწრთნელი კოტე ტუღუშმა. 

მატჩი ქუთაისურმა კლუბმა მოიგო და პლეი ოფის სერიაში ანგარიში ისევ გაათანაბრა. გადამწყვეტ მატჩს გუნდები ხვალ, 20 მაისს ქუთაისის სპორტის სასახლეში 18:30 საათზე გამართავენ.

ავტორი: ბაქარ ლიკლიკაძე
Print