ქუთაისში ამერიკული ფეხბურთის გუნდმა ჩემპიონატში მონაწილეობაზე უარი განაცხადა
FaceBook
ამერიკული ფეხბურთის კლუბი "ლომები" ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილეობაზე პროტესტის ნიშნად უარს აცხადებს. კლუბის წევრებმა ამის შესახებ დღეს ქუთაისის მერიის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. მათი თქმით, ამერიკული ფეხბურთის ქართული ფედერაცია სახსრების არარსებობის მოტივით უარს ამბობს მათ დაფინანსებაზე. ფეხბურთელები ფედერაციაში არასწორ მენეჯმენტზეც საუბრობენ და ამბობენ, რომ ფედერაციას ფული იმიტომ არ აქვს, რომ თანხებს არასწორად ანაწილებს.

"რაც ვარსებობთ,  ფედერაციას ჩვენთვის დაფინანსება არ მოუცია. ენთუზიაზმით ვვარჯიშობთ ბიჭები და გამოვდივართ შეხვედრებზე. წელს გადავწყვიტეთ პროტესტის ნიშნად უარი ვთქვათ ჩემპიონატში მონაწილეობაზე", - ამბობს კლუბ "ლომების" ფეხბურთელი, ჯემალ ვასაძე.

ფეხბურთელებმა დღეს დახმარებისთვის ქალაქის მერსაც მიმართეს და კლუბისთვის  ფინანასური  დახმარების გაწევისკენ მოუწოდეს.
Print