7 წლიანი პაუზა და ქუთაისის სარაგბო კლუბი ისევ ფინალშია
FaceBook
ქუთაისის სარაგბო კლუბმა "აია"-მ სატურნირო ცხრილში პირველი ადგილი დაიკავა და პლეიოფში თამაშის უფლებაც მოიპოვა.
ქუთაისური გუნდი მეორე ადგილზე მყოფ თბილისის "ლოკომოტივს" დაუპირისპირდა და ანგარიშით 15:20 დაამარცხა.

ამ მოგებით ქუთაისელები 7 წლიანი პაუზის შემდეგ პირველად ითამაშებენ პლეიოფის ფინალურ მატჩში.

"ლოკომოტივსა" და "აიას" შორის მატჩი თბილისში ავჭალის სტადიონზე 28 აპრილს 16:00 საათზე გაიმართა.

ავტორი: ბაქარ ლიკლიკაძე
Print