ქუთაისის სარაგბო კლუბმა რუსთავის "ხარები" დაამარცხა
FaceBook
ქუთაისის სარაგბო კლუბმა "აია"-მ  რუსთავის კლუბი "ხარები" დაამარცხა. საქართველოს რაგბის ჩემპიონატის, დიდი ათიანის ბოლო ტურში, რომელიც რუსთავში გაიმართა ქუთაისის სარაგბო კლუბმა "ხარები" ანგარიშით 33:24 დაამარცხა.

კლუბებს შორის შეხვედრა 14 აპრილს  გაიმართა.

სატურნირო ცხრილში ქუთაისის "აია"-მ და თბილისის "ლოკომოტივმა" 70-70 ქულა დააგროვეს.

ეს კლუბები ერთმანეთს პლეი ოფის შესარჩევ ფინალში დაუპირისპირდებიან, რომელიც 28-29 აპრილს გაიმართება. 


ავტორი: ბაქარ ლიკლიკაძე





Print