ზესტაფონში საქართველოს ჩემპიონატი ჩატარდება
FaceBook
ზესტაფონში, სპორტის სასახლეში საქართველოს ჩემპიონატი აიღებს სტარტს კრივში.
ჩემპიონატი 12-15 აპრილს, ზესტაფონის სპორტის სასახლეში გაიმართება. 

საქართველოს პირველობა მოსწავლე – მოკრივეთა შორის ზესტაფონში პირველად იმართება, რომელიც მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით ტარდება.

"ზესტაფონი პირველად  საქართველოს პირველობას უმასპინძლებს კრივში, ამ კატეგორიის მოკრივეებს შორისაც მსგავსი ტურნირი პირველია საქართველოსთვის, ასე, რომ ზესტაფონი ისტორიული მოვლენის მოწმე იქნება," - ამბობს "საუბარში  ჩემპიონატის ერთ - ერთი ორგანიზატორი და მწვრთნელი,  გოგა 
გოგალაძე.

შეჯიბრებაში საქართველოს პირველობისთვი 35  ქალაქის გუნდი იბრძოლებს.

გამარჯვებული მოკრივეები ბულგარეთში, ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრებიან.




Print