"ტორპედომ" საფეხბურთო კლუბი "სამტრედია" დაამარცხა
FaceBook
ეროვნული ლიგის მეხუთე ტურის შეხვედრაში ქუთაისის "ტორპედომ" სამტრედიის საფეხბურთო კლუბი "სამტრედია" ანგარიშით 1:0 დაამარცხა.
კლუბები ერთმანეთს, ხუთ აპრილს, ქუთაისის "რამაზ შენგელიას" სახელობის სტადიონზე დაუპირისპირდნენ. 

ამ მოგებით ქუთაისურმა კლუბმა  ცხრა ქულა დააგროვა და მეოთხე პოზიციაზე გადაინაცვლა.

შემდეგ მატჩს ქუთაისური კლუბი 14 აპრილს საჩხერის "ჩიხურას" წინააღმდეგ გამართავს.

"სამტრედია" კი თბილისში გორის "დილას" უმასპინძლებს

ავტორი: ბაქარ ლიკლიკაძე
Print