1 აპრილს თბილისის "დინამო" ქუთაისის "ტორპედოს" დაუპირისპირდება
FaceBook
ეროვნული ლიგის მეოთხე  ცენტრალური მატჩი თბილისში, დღეს 1 აპრილს  "დინამო არენაზე" 16:00 საათზე დაიწყება.
ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი ქუთაისის "ტორპედო" და თბილისის "დინამო" ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.

ორივე გუნდი 6-6 ქულით მე-4 და მე-5 პოზიციებზე იმყოფებიან.

წინა ჩემპიონატში ეს გუნდები 5-ჯერ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.
ქუთაისელებმა ხუთი მატჩიდან მხოლოდ ორში დამარცხდნენ და ერთიც ფრე ითამაშეს.

ასევე დღეს გაიმართება მატჩი "სამტრედიასა" და ფოთის "კოლხეთს" შორის.

თამაში თბილისში "მიხეილ მესხის" სახელობის სტადიონზე 19:00 საათზე დაიწყება. 



ავტორი: ბაქარ ლიკლიკაძე
Print