29 მარტს ბათუმის საკალათბურთო კლუბი "ქუთაისი 2010"-ს უმასპინძლებს
FaceBook
კალათბურთში სუპერლიგის მორიგი მატჩი, 29 მარტს, 18:30 საათზე ბათუმის სპორტსკოლაში გაიმართება.
ბათუმის "ბათუმი" ქუთაისის "ქუთაისი 2010"-ს უმასპინძლებს.

გუნდები 15 თებერვალს, საქართველოს თასის მეოთხედ ფინალში შეხვდნენ ერთმანეთს, მატჩი ქუთაისში გაიმართა და ქუთაისურმა კლუბმა მეტოქე 103:49 დაამარცხა.

ბათუმის საკალათბურთო კლუბი 35 ქულით მე-6 პოზიციაზეა.

ავტორი: ბაქარ ლიკლიკაძე



Print