საქართველოს სუპერ თასზე "ტორპედო" "ჩიხურას" შეხვდება
FaceBook
მიმდინარე წლის 24 თებერვალს, ეროვნული ლიგის განახლებამდე, საქართველოს სუპერ თასის გამარჯვებული გამოვლინდება.

ერთმანეთს ქვეყნის ჩემპიონი ქუთაისის "ტორპედო" და საქართველოს თასის მფლობელი საჩხერის "ჩიხურა" დაუპირისპირდება.

მატჩი თბილისის დავით პეტრიაშვილის სახელობის არენაზე ჩატარდება.

შეხვედრა ქუთაისის "ტორპედოსა" და საჩხერის "ჩიხურას" შორის 15:00 საათზე დაიწყება.

აღსანიშნავია, რომ ეს გუნდები ერთმანეთს საქართველოს თასის ფინალში შეხვდნენ. ფინალური შეხვედრა "ჩიხურას" გამარჯვებით დასრულდა.



ავტორი: ბაქარ ლიკლიკაძე


Print