"ტორპედოს" სასჯელი გადაუვადეს
FaceBook
ქუთაისის საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" საშინაო მატჩის უმაყურებლოდ ჩატარების სასჯელი გადაუვადდა, რის გამოც გუნდის ეროვნული ლიგის პირველ მატჩს გულშემატკივერებიც დაესწრებიან.
ამის შესახებ გადაწაყვეტილება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა მიიღო.

სასჯელის გადავადების მოთხოვნით მას კლუბის ხემძღვანელობამ, ფედერაციის შუამდგომლობით, თხოვნით მიმართა. კომიტეტმა გაითვალისწინა ის ფაქტორები, რომ ქუთაისელები ჩემპიონები გახდნენ და პირველი მატჩის თამაშიც საკუთარ არენაზე უწევდათ, ამიტომ დააკმაყოფილა "ტორპედოს" თხოვნა და ქუთაისურ კლუბს სასჯელი გადაუვადა.

ახალი განაჩენი თანახმად, ეროვნული ლიგის პირველ საშინაო მატჩს ქუთაისის "ტორპედო" გორის "დილას" წინააღმდეგ გამართავს.
თბილისის "ლოკომოტივთან ", ასევე საკუთარ სტადიონზე და მესამე წრის პირველ მატჩსაც, რომელიც ისევ გორის "დილასთან" იქნება გასამართი, ცარიელი ტრიბუნების ფონზე ითამაშებს.

2017 წლის ჩემპიონატის ბოლო ტურში, სადაც თბილისის "დინამო" ქუთაისის "ტორპედოსთან" დამარცხდა, გულშემატკივრებს შორის ტრიბუნებზე მომხდარი ინციდენტის გამო ქუთაისურ კლუბს, ფულად ჯარიმასთან ერთად, ორი საშინაო მატჩის უმაყურებლოდ ჩატარების სასჯელი დაეკისრა.


ამავე თემაზე:

აღმასკომმა „ტორპედოსა“ და „ლოკომოტივს“ განაჩენი გამოუტანა

"ლოკომოტივისა" და ტორპედოს" თამაში ჩხუბის გამო ჩაიშალა

"ლოკომოტივისა" და ტორპედოს" ჩხუბის გამო ჩაშლილი თამაში 14 აგვისტოს განახლდება

ფეხბურთის ფედერაციამ "ტორპედოს" გულშემატკივრებს "ლოკომოტივთან" მატჩზე დასწრებაზე უარი უთხრა

ავტორი: ბაქარ ლიკლიკაძე



Print