ქუთაისის საკალათბურთო გუნდი ბათუმს დაუპირისპირდება
FaceBook
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებულ საქართველოს თასის მეოთხედ ფინალში,  "ქუთაისი 2010" და ბათუმის საკალათბურთო გუნდი "ბათუმი" შეხვდებიან.
თამაში  15 თებერვალს,  ქუთაისის სპორტის სასახლეში 18:30 საათზე დაიწყება.

პლეი ოფის ყველა თამაში ერთ მატჩიანია. დღევანდელ თამაშში გამარჯვებული ნახევარ ფინალში თბილისის "დინამოს" ან "ოლიმპს" დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ სუპერ ლიგის ფარგლებში ქუთაისურმა კლუბმა "ბათუმი" ანგარიშით 78:71 დააამარცხა.

ავტორი: ბაქარ ლიკლიკაძე
Print