ქართველმა ბორჯღალოსნებმა ბელგიის ნაკრები დაამარცხეს
FaceBook
ქუთაისის "აია არენაზე"  საქართველოს რაგბის ნაკრებმა  ბელგიის ბორჯღალოსნები  ანგარიშით 47:0 დაამარცხა.
მატჩის პირველი ნახევარში ბორჯღალოსნებმა 28 უპასუხო ქულა დააგროვეს.

შეხვედრის პირველივე წუთებზე ბელგიის ჩათვლის მოედანი ლევან ჩილაჩავამ აიღო, რამდენიმე წუთში მეორე ლელო ნაკრების შალვა მამუკაშვილმა დადო.

მესამე ლელო ზურაბ ჟვანიას ანგარიშზეა. პირველი ტაიმის მიწურულს კი მეტოქის ჩათვლის მოედანი მეოთხედ ბექა წიკლაურმა აიღო. 


რაგბი ევროპის მეორე შეხვედრას ბორჯღალოსნები გერმანიის ნაკრების წინააღმდეგ სტუმრად 17 თებერვალს გამართავენ.

ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში "ბორჯღალოსნები" ხუთ შეხვედრას გამართავენ:

10 თებერვალი - ქუთაისი, "აია არენა", საქართველო - ბელგია

17 თებერვალი-გერმანია - საქართველო (გასვლა)

3 მარტი - მესხის სტადიონი, საქართველო - ესპანეთი

10 მარტი - რუსეთი - საქართველო (გასვლა)

18 მარტი - დინამო არენა, საქართველო - რუმინეთი.


ავტორი: ბაქარ ლიკლიკაძე
Print