ქუთაისში ბორჯღალოსნები ბელგიის ნაკრებს უმასპინძლებენ
FaceBook
ქუთაისი, დღეს 14:00 საათზე "ბორჯღალოსნების" სანაკრებო მატჩს პირველად მიიღებს.
"ბორჯღალოსნები" ჩემპიონატის 2018 წლის პირველ შეხვედრას ბელგიის წინააღმდეგ გამართავენ.
შეხვედრა "აია არენაზე" გაიმართება. 

ეროვნული ნაკრების არსებობის 28-წლიან ისტორიაში "ბორჯღალოსნები" ქუთაისში მესამედ ითამაშებენ.

ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში "ბორჯღალოსნები" ხუთ შეხვედრას გამართავენ:

10 თებერვალი - ქუთაისი, "აია არენა", საქართველო - ბელგია

17 თებერვალი-გერმანია - საქართველო (გასვლა)

3 მარტი - მესხის სტადიონი, საქართველო - ესპანეთი

10 მარტი - რუსეთი - საქართველო (გასვლა)

18 მარტი - დინამო არენა, საქართველო - რუმინეთი.

Print