ახალი ლოგო და ფორმები - სიახლეები ქუთაისის "ტორპედოში"
FaceBook
საფეხბერთო კლუბი ქუთაისის "ტორპედო" ახალ სეზონს სიახლეებით ხვდება. კლუბი პირველ თებერვალს ახალ ლოგოსა და ფორმებს წარადგენს. ასევე, გუნდის ხელმძღვანელობა გულშემატკივრებს ახალწვეულებს გააცნობს.  ამავე დღეს მოხდება კლუბის ოფიციალური ტელევიზიის პრეზენტაციაც.

ქუთაისური კლუბი კიდევ რამდენიმე სიახლეს აანონსებს. თუმცა,  როგორც გუნდში ამბობენ,  დეტალებზე მხოლოდ პირველ თებერვალს ისაუბრებენ. 

ქუთაისის საფეხბურთო კლუბის ლოგო დაარსებიდან 6-ჯერ, ხოლო სახელწოდება 7-ჯერ შეიცვალა.

"ტორპედოს" ახლანდელი ლოგო 2015 წელს ქუთაისის მერიის ნებათვით კლუბის მიერ გამოცხადებული კონკურსის გზით შეარჩიეს. მისი ავტორი ქუთაისელი გრაფიკოსი, სოსო ბაბუნაშვილი გახლავთ.

საფეხბურთო კლუბი "ტორეპედო" ქუთაისი 1946 წელს დაარსდა. პირველად გუნდმა სახელწოდება 3 წლის შემდეგ შეიცვალა და "ლოკომოტივი" ქუთაისი გახდა. 1960 წელს ისევ ძველი სახელი დაიბრუნა. 30 წლის განმავლობაში გუნდი ჩემპიონატებში ამ სახელწოდებით გამოდიოდა. 1990 წელს კი საფეხბურთო კლუბი "ქუთაისი" გახდა, 1992 წელს - "ტორპედო" ქუთაისი, 2008 წელს - "ტორპედო 2008" ქუთაისი, 2010 წლიდან კი გუნდმა დაარსებისდროინდელი სახელი დაიბრუნა. გუნდისთვის პირველი ჰიმნი კი 1987 წელს შეიქმნა.

ამავე თემაზე:

როგორ იცვლებოდა ქუთაისის "ტორპედოს" ლოგო, სახელწოდება და ჰიმნი (ფოტო)


ავტორი ბაქარ ლიკლიკაძე


Print