ქუთაისში ფეხბურთისა და რაგბის მოედნების მშენებლობა დასასრულს უახლოვდება (ფოტო)
FaceBook
ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე სამი სპორტული მოედნის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება.
რაგბის ორი და ფეხბურთის  ერთი მოედნისთვის ახალი სპორტული ინფრასტრუქტურა 7 ჰექტარ ფართობზე ეწყობა. მოედნებს ექნება ორი-ორი ტრიბუნა, გასახდელი და საშხაპე. ფეხბურთის მოედანი ხელოვნურსაფარიანი, ხოლო რაგბის-ბუნებრივსაფარიანი იქნება.

სპორტული მოედნების მშენებლობა კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლებმა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან ერთად მოინახულეს.

ქუთაისში, თბილისსა და რუსთავში 20 ახალი მოედანი რაგბში 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატისთვის უნდა აშენებულიყო, თუმცა, მას შემდეგ, რაც სამინისტრომ ტენდერში გამარჯვებულ სლოვაკურ კომპანიასთან ხელშეკრულება გაწყვიტა, მოედნების მოწყობა გადავადდა.

სამინისტრომ ტენდერი განმეორებით გამოაცხადა,  თუმცა, 20-ის ნაცვლად, მხოლოდ 10 მოედნის მშენებლობა გადაწყდა. განმეორებით ტენდერში გამარჯვებულ კომპანია შპს "საბა კონსტრაქშენს" კი სამუშაოები ჯერ კიდევ გასული წლის სექტემბერში უნდა დაესრულებია.

სამინისტროში  განმარტავენ, რომ ვადები შემსრულებელმა კომპანიამ დაარღვია, რის გამოც მის მიმართ კანონით გათვალისწინებული ზომები გატარდება.  






ამავე თემაზე:

ქუთაისში 7 ჰექტარზე 3 მოედნის მშენებლობა დაიწყო (ვიდეო)

ქუთაისში რაგბის მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოედნების მშენებლობა ვერ მოესწრება


Print