გიორგი სულავა - საქართველოს ჩემპიონი ქუთაისიდან
FaceBook
საქართველოს ჩემპიონი ქუთაისიდან გიორგი სულავა 20 წლის არის. ის 10 წლის ასაკიდან მოჭიდავეა. რამდენიმე დღის წინ თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონი გახდა.

ის უკვე სამჯერ არის საქართველოს ჩემპიონი. გიორგი  2016 წელს ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზეც გამოდიოდა ბუქარესტში, სადაც ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.

ის გვიყვება, რომ ცდილობს  ყოველი წელი მისთვის უფრო მეტად წარმატებული იყოს. 

"ვეცდები ეს წელი უკეთესი იყოს. ოლიმპიური ასპარეზზე გამოსასვლელად ვემზადები და ყველაფერს ჩავდებ რომ წარმატებას მივაღწიო", - ამბობს ის. 



ავტორი: ბაქარი ლიკლიკაძე
Print