საფეხბურთო კლუბები "ტორპედო" და "სამტრედია" ზამთრის თასს გამოეთიშნენ
FaceBook
იმერული საფეხბურთო კლუბები ზამთრის თასის თამაშს გამოეთიშნენ. საუბარია, ფეხბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებულ ტურნირეზე, რომელიც უკვე მეორე წელია ხორციელდება.

თამაშში 16 საფეხბურთო კლუბი იღებდა მოანაწილეობას, მათ შორის საქართველოს ჩემპიონი ქუთაისის "ტორპედო" და ბრინჯაოს მედალოსანი სამტრედიის "სამტრედია". თუმცა, ორივე კლუბი თამაშს გამოეთიშა.

ამის მიზეზი თითოეული კლუბის სამ-სამი მატჩი გახდა, რომლის შედეგებმაც ისინი თამაშგარე მდგომარეობაში დატოვა. მაგალითად,
"ტორპედო" "ა" ჯგუფში რუსთავის "რუსთავთან", თელავის "თელავთან" და " გაგრასთან" ერთად მოხვდა. ქუთაისელებმა სამი შეხვედრიდან მხოლოდ ერთი მოიგეს. მათ "გაგრა" დაამარცხეს ანგარიშით 6:5 და ჯგუფში ბოლო ადგილი 3 ქულით დაიკავეს.

"სამტრედია" კი "გ" ჯგუფში ბოლნისის "სიონთან", გორის "დილასთან" და თბილისის "შევარდენთან" ერთად მოხვდა. სამტრედიელები სამივე შეხვედრაში დამარცხდნენ. მათ ჩემპიონატი ნული ქულით ბოლო ადგილზე დაასრულეს.

ორივე იმერული კლუბი ტურნირს ჯგუფური ეტაპიდანვე გამოეთიშა.


ავტორი: ბაქარ ლიკლიკაძე
Print