სუპერ ლიგა განახლდა - "ქუთაისი 2010" "მგზავრებს" უმასპინძლებს
FaceBook
სუპერ ლიგის 2018 წლის პირველ საშინაო მატჩს საკალათბურთო კლუბი "ქუთაისი 2010" 13 იანვარს ჩაატარებს.

ქუთაისელი კალათბურთელები თბილისის საკალთბურთო კლუბ "მგზავრებს" სპორტის სასახლეში უმასპინძლებს.

"ქუთაისი 2010" 23 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება. გუნდმა 13 თამაშიდან ათი მოიგო და მხოლოდ სამი წააგო. მათი უახლოესი მდევარი თბილისის "დინამო" არის, რომელსაც 22 ქულა აქვს.

თბილისის "მგზავრები" კი მეშვიდე ადგილს 18 ქულით იკავებენ, მათ ანგარიშზე მხოლოდ 5 მოგებაა.

"ქუთაისმა 2010"-მა ბოლო თამაში "სოხუმის" წინააღმდეგ გამართა და ანგარიშით 81:65 დაამარცხა.


ავტორი: ბაქარი ლიკლიკაძე
Print