„აია არენა“ რაგბის ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში ეროვნული ნაკრების მატჩს უმასპინძლებს
FaceBook

12-წლიანი შესვენების შემდეგ ქუთაისი „ბორჯღალოსნების“ სანაკრებო მატჩს პირველად მიიღებს.


„ბორჯღალოსნები“ ჩემპიონატის  2018 წლის პირველ შეხვედრას ბელგიის წინააღმდეგ გამართავენ.

შეხვედრა  „აია არენაზე“ 10 თებერვალს, 15:00 საათზე გაიმართება.

ეროვნული ნაკრების არსებობის 28-წლიან ისტორიაში „ბორჯღალოსნები“ ქუთაისში მესამედ ითამაშებენ.

ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში „ბორჯღალოსნები“ ხუთ შეხვედრას გამართავენ:

10 თებერვალი - ქუთაისი, "აია არენა",  საქართველო - ბელგია

17 თებერვალი-გერმანია - საქართველო (გასვლა)

3 მარტი - მესხის სტადიონი, საქართველო - ესპანეთი

10 მარტი - რუსეთი - საქართველო (გასვლა)

18 მარტი - დინამო არენა, საქართველო - რუმინეთი. 

Print