ახალი ამბები
ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე ტაძრის მშენებლობა აგვისტოში იწყება
FaceBook
ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე "მაკდონალდსის" რესტორნის უკან ორსართულიანი ტაძრის მშენებლობა აგვისტოში იწყება. ამის შესახებ ქუთაისიპოსტს მამა გიორგი შალამბერიძემ განუმარტა. 

დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძრის მშენებლობას მამა გიორგი შალამბერიძე უხელმძღვანელებს.

მისი ინფორმაციით, მშენებლობა წელიწადსა და ექვს თვეში უნდა დასრულდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ეპარქია დაჯარიმდება. მამა გიორგი ამბობს, რომ ჯერჯერობით მხოლოდ ერთი სართულის მაკეტი აქვს, ხოლო ორსართულიანი იქნება თუ არა ეს საიდუმლოა.

პროექტის ავტორი, არქიტექტორი ანდრო მარჯანიშვილია, რომელმაც ქუთაისიპოსტს განუცხადა, რომ ორსართულიანი ტაძრის აშენების იდეა ქუთათელ-გაენათელ ეპისკოპოსს, მეუფე კალისტრატეს ეკუთვნის. ანდრო მარჯანიშვილი ამბობს, რომ მეუფეს სურვილია ტაძარი "მაკდონალსდის" რესტონარანზე მაღალი გამოჩნდეს.

არქიტექტორის ინფორმაციით, ტაძარი დაახლოებით 700 კვ.მ-ზე განთავსდება, პირველი სართული ბაზილიკა, მეორე კი გუმბათოვანი იქნება.




Print