ახალი ამბები
გოგი წულაიამ "ფული" წყალს გაატანა (ვიდეო)
FaceBook

პარტია "თავისუფალი საქართველოს" ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, გოგი წულაიამ გაპონოვის ქუჩაზე წყლის ღვრასთან დაკავშირებით პერფომანსი გამართა.


მან გაპონოვის ქუჩაზე ფალსიფიცირებული ფული წყალში ჩაყარა. მისი თქმით, ზემოთ აღნიშნულ ტერიტორიაზე დიდი რაოდენობით წყალი იღვრება.



მან სასმელი წყლის მილის უსაფრთხოების შესამოწმებლად ექსპერტიზის დანიშვნა მოითხოვა. ის, ასევე, პროკურატურაში კომპანია "SMK"-ს წინააღმდეგ სარჩელის შეტანას გეგმავს.

აღნიშნული კომპანია ქუთაისში წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაციის სამუშაოებს ახორციელებს.

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში აცხადებენ, რომ მილების ლაბორატიული ანალიზი ყოველდღიურად კეთდება და ისინი სრულიად უსაფრთხოა. რაც შეეხება გაპონოვის ქუჩაზე არსებულ წყლის ღვრას, მათივე თქმით ქუჩის გამანაწილებელი ქსელი უკვე მოწყობილია და ხვალიდან ახალი ქსელის გადაერთებითი სამუშაოები დაიწყება.

"ახალ სისტემაში ჩართვა მაქსიმუმ ორი კვირის განმავლობაში მოხდება. ძველი ქსელი ჩაიჭრება და ახალი ქსელი შევა ექსპლუატაციაში. დაზიანებების აღდგენითი სამუშაოებიც ხვალიდან დაიწყება", - ამბობს წყალმომარაგების კომპანიის ტექნიკური აქტივების მართვის დეპარტამენტის უფროსი, მიხეილ თათარაძე.

Print