ახალი ამბები
ქუთაისში, გაპონოვის ქუჩაზე SMK-ს მიერ დაზიანებული მილიდან წყალი იქცევა
FaceBook
ქუთაისში, გაპონოვის ქუჩაზე რამდენიმე კვირაა წყალი იღვრება.

ადგილობრივთა თქმით, წყლის ნაკადი თითქმის უწყვეტ რეჟიმში მოედინება და ტბორავს ქუჩას.

გაპონოვის ქუჩის მცხოვრებლების განმარტებით, ქუჩაზე სამუშაოები "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" კონტრაქტორმა ფირმამ სმკ-მ ჩაატარა, რა დროსაც, მათი ვარაუდით, ძველი მილი დაზიანდა. კომპანიას კი პრობლემა ამ დრომდე არ აღმოუფხვრია. SMK--ს ქუჩაზე არც დაზიანებული გზის საფარი აღუდგენია.
"გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში" ადასტურებენ, რომ გაპონოვის ქუჩაზე მილი SMK--მ დააზიანა.

"დარეკილი გვაქვს ამ საკითხზე უკვე ცენტრალურთან. კიდევ დავრეკავთ ახლა და გააკეთებენ. ეტყობა, ახალი მილების ჩაწყობის დროს ძველი მილი დაზიანდა", - ამბობენ კომპანიის ქუთაისის სერვისცენტრში.




SMK-წყლის სისტემის რეაბილიტაციას მთელი ქალაქის მასშტაბით ახორციელებს. "წყალმომარაგების კომპანიის" კონტრაქტორმა ფირმამ სამუშაოები 2018 წლის ივნისში უნდა დაასრულოს.

24 საათიანი წყალმომარაგებით კი ქუთაისი 2019 წელს იქნება უზრუნველყოფილი.

Print
თეგები: #გაპონოვი