საზოგადოება
ქალაქგანვითარების სოციალური ტვირთი - დისკუსია ქუთაისში
FaceBook
"ქალაქები ბუნების პროდუქტები"- აღინიშნა შეხვერაზე, რომლიც ქუთაისში, დემოკრატიის სკოლა, NIMD-ის ოფიში გაიმართა.

დისკუსია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო ორგანზიებით მოეწყო.

მომხსენებლებმა არქიტექტორმა ირაკლი ჟვანიამ, ირიბი მოქმედების კიბერთეატრის წევრმა გიორგი ხასაიამ, ურბანისტიკისა და რეგიონული კვლევების დოქტორანტმა დავით გოგიშვილმა (მოდერატორი: ქეთევან ბერძენიშვილი, რადიო "ძველი ქალაქი") ქალაქგანვითარების სოციალური ტვირთის პრობლემაზე ისაუბრეს.

"ქალაქი ისეთია, როგორიც ჩვენ ვართ. თუმცა, მისი სახე, არქიტექტურა, შემდეგ ჩვენზე ახდენს გავლენას, ჩვენს აზროვნებას და მსოფლმხედველობასაც გარკვეულწილად განსაზღვრავს", - აღინიშნა შეხვედრაზე.

დღესდღეობით მსოფლიო მოსახლეობის 50% ქალაქში ცხოვრობს. 2050 წლისთვის - 75% იცხოვრებს.

დიდ მნიშვნელობას იძენს ქალაქგანვითარება, რომელიც ყველას საქმე ხდება. თუმცა, საქართველოში და მათ შორის ქუთაისშიც სტიქიურ განაშენიანება ხდება, განვითარების კონკრეტული გეგმის გარეშე. რაც მოქალაქეებს საკუთარ სივრცეეებს ართმევს.

"სართველოში დეველოპერებს რა ინტერესები აქვთ იმას ერგება ხელისუფლება, იმიტომ რომ თავად არის შემდეგ მათ ფინანსებზე დამოკიდებული. არც ერთი მხარე არ უსმენს ხალხს. არადა პირიქით უნდა იყოს, ხელისუფლება ხალხზე უნდა იყოს მორგებული, მათ ამომრჩველზე", - აღნიშნა ირაკლი ჟვანიამ.

შეხვედრაზე ისაუბრეს ქალაქის ცენტრალური ნაწილის ათვისებასა და "მაკდონალდსის" მშენებლობაზე. რომელმაც საზოგადოების პროტესტი გამოიწვია. თუმცა, რაღაც ეტაპზე ეს პროტესტი განელდა.

სამაგიეროდ, არსებობს სხვა მაგალითები, როდესაც ბუხაიძის ქუჩაზე, კორპუსებს შორის პარკის ადგილას კაფეს მშენებლობას დიდ წინააღდეგობას უწევს მოსახლეობა .ისინი ბრძოლას აგრძელებენ ხელისუფლებსის სხვადასხვა შეპირების მიუხედავად და ცდილობენ სასამართლოს გზით დაიცვან საკუთარი სივრცე", - აღნიშნა გიორგი ხასაიამ.

შეხვედრაზე იმყოფებოდა მერიის ეკონომიკის სამსახურის ხელმძღვანელი პაატა კლდიაშვილი. მან სხვა ეკონომიკური მიზიდულობის წერტილების გაჩენის აუცილებლობაზე ისაუბრა, როდესაც ეკონომიკური ინტერესი მხოლოდ რამდენიმე ადგილზეა და ხდება მათი მაქიმალურად ათვისება ( ქალაქის ცენტრი, ჭავჭავაძის გამზირი).
"ქალაქში უნდა გაჩნდეს სხვა ადგილებიც, რომლებიც ეკონომიკურად მიმზიდველი იქნება", -აღნიშნა მან.

პაატა კლდიაშვილმა ასევე მიუთითა ქალაქგანვითარების გენერალური გეგმის მნიშვნელობაზე, რომლის განხორციელებაც, მისი თქმით,  ერთ-ერთი პრიორტიეტულია. მიმდინარეობს მუშაობა დონორის მოძიებაზე, რომელიც ამ პროექტს  დააფინანსებს.

Print