საზოგადოება
საქართველოში 200 000 ადამიანი C ჰეპატიტით ცხოვრობს
FaceBook
ქუთაისში დემოკრატიის ჩართულობის ცენტრში ორგანიზაციებმა "რუბიკონმა" და "ახალი გზა" მრგვალი მაგიდა მოაწყვეს. შეხვედრის თემას "ელინიზაციის სახელმწიფო პროგრამა" წარმოადგენდა.

მომხსენებლებმა იმ მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს, რაც ქვეყანაში C ჰეპატიტის პრობლემის გარშემო არსებობს.

შეხვედრაზე წარმოადგინეს სტატისტიკა, სადაც აღმოჩნდა, რომ საქართველოში 200 000 ადამიანი C ჰეპატიტით ცხოვრობს.

დისკუსიაზე ისაუბრეს იმ გადადგმულ ნაბიჯებზე რაც სახელმწიფომ ბოლო წლებში განახორციელა. აღინშნა რომ ქვეყანაში მკურნალობის ხელმისაწვდომობა ნაწილობრივ გაიზარდა. სადღეისოდ ახალი პრეპარატით სოფოსბუვირითით უფასო მკურნალობა 5000 პაციენტისთვისაა შესაძლებელი. ამასთან ერთად საქართველო ჩართულია ინფექციის ელიმინაციის (ქვეყნის მასშტაბით აღმოფხვრის) პროგრამაში.

თუმცა შეხვედრაზე ისიც ითქვა, რომ ელიმინაციის მიღწევა ამ პროგრამაში მხოლოდ ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლების 90%-ის ჩართვით იქნება შესაძლებელი. ნივთიერებაზე დამოკიდებულთა პროგრამაში ინტეგრაცია კი არ ხერხდება არსებული რეპრესიული ნარკოპოლიტიკის გამო.

"შეიძლება ადამიანი წავიდეს სამკურნალოდ  C ჰეპატიტზე, მაგრამ გზაში გააჩერონ და გადაიყვანონ შესამოწმებლად. მკურნალობის ნაცვლად მოხვდეს სასჯელაღსრულების ადგილებში. ინექციური ნარკომომხმარებლების ჩართულობის გარეშე რეინფიცირება მოხდება. ორს განკურნავ და ორი ახალი შემთხვევა გვექნება. ასე ვიტრილებთ წრეზე", - აღნიშნა ორგანიზაცია "რუბიკონის" გამგეობის თავმჯდომარემ ზაზა ქარჩხაძემ.

ზაზა ქარჩხაძე მეორე პრობლემასაც შეეხო და აღნიშნა, რომ სახელმწიფო არათანაბრად აფინანსებს C ჰეპატიტის დიაგნოსტიკას, ანუ მკურნალობაში ჩართვას.

"თითქმის ყველა ქალაქი გამოყოფს საამისოდ თანხებს ადგილობრივი ბიუჯეტიდან. მკურნალობაში ჩართვას თბილისი 100%-ით აფინანსებს, კახეთიც მაღალი პროცენტით ეხმარება. მხოლოდ იმერეთის რეგიონია, სადაც ეს დაფინანსება ფაქტობრივად არის ნულის ტოლი. ერთადერთი რასაც რეგიონში, ისიც მხოლოდ ქუთაისში, თავაზობენ პაციენტებს არის ის, რომ სოციალურად დაუცველებს უფინანსებენ 30%-ს. თუმცა როდესაც პაციენტები მკურნალობაში ჩაერთვებიან იქ შუალედური ანალიზები ფასიანია, რომელსაც არავინ უფინანსებს მათ , რის გამოც ადამიანმა შესაძლებელია მკურნალობა ბოლომდე ვერ მიიყვანოს და თავი დაანებოს, იყო ასეთი შემთვევებიც", - აღნიშნა ზაზა ქარჩხაძემ.

ამ და სხვა გამოწვევებმა შესაძლებელია საფრთხე შეუქმნას ელიმინაციის პროექტის წარმატებით განხორციელებას საქართველოში, აღინიშნა შეხვედრაზე.

მრაგვალი მაგიდა კამპანიის „დეკრიმინალიზაცია C “ ფარგლებში განხორციელდა.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან
ბეტონის მასალები ცვივა.
11:46 / 18.12.2023
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან ბეტონის მასალები ცვივა.
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის
იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
17:15 / 11.12.2023
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.