საზოგადოება
ბავშვები ბიბლიოთეკარები (ვიდეო)
FaceBook
ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკაში მისულ მკითხველებს უჩვეულო სურათი დახვდათ.
საჯარო ბიბლიოთეკის ყველა განყოფილებაში მათ ბავშვები შემოეგებნენ. 

ისინი მკითხველებს დახმარებას და მომსახურების გაწევას თავაზობდნენ.

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს საჯარო ბიბლიოთეკა აქციით გამოეხმაურა. ბიბლიოთეკარების შვილებმა მშობლებთან როლები გაცვალეს. მათ ბიბლიოთეკარის, არც თუ ადვილი საქმე, ორი საათით მოირგეს.



იდეის ავტორების თქმით, ამ აქციის მიზანი ბავშვებში წიგნიერების პოპულარიზებაა.

Print