საზოგადოება
ლენტეხში, სოკოთი მოწამლული ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა
FaceBook

ლენტეხში სოკოთი მოწამლული  ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.


ისინი მკურნალობას ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში გადიან.


კლინიკის სამედიცინო დირექტორის,  დავით ჯანაშიას თქმით, პაციენტები ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან უკვე მოხსნეს.

 

„პაციენტები აღარ საჭიროებენ  ხელოვნურ სასუნთქს აპარატს.  მიმდინარეობს შესაბამისი მკურნალობა,"- აცხადებს დავით ჯანაშია.


რომ 29 ივლისს, ლენტეხის რაიონში რამდენიმე ადამიანი მუსკარინის ტიპის შხამის შემცველი  სოკოთი მოიწამლა.  ერთი მათგანი ნახევარ საათში ადგილზევე გარდაიცვალა.

Print