საზოგადოება
"ნუ!" და "არა!" – რომელ საპროტესტო აქციებს გამოეხმაურა ქუთაისი
FaceBook
ქუთაისი არ არის აქციების ქალაქი.

ქუთაისი ქუჩის მსვლელობებითა და ხმაურიანი აქტივიზმით ნაკლებად მოქცეულა საყოველთაო ყურადღების ცენტრში. ყოველ შემთხვევაში ბოლო წლებში ეს ტენდენცია შეინიშნება.

ქუთაისი უფრო მეტად ფიქრისა და მედიტაციის ქალაქია, ვიდრე ხმაურის. აქაური მეტნაკლებად მშვიდი გარემო ფიქრის, ანალიზისა და აზროვნებისკენ უბიძგებს, ქალაქი თითქოს ამზადებს ადამიანს მოქმედებისთვის, რომელიც შემდეგ სხვა ქალაქში უნდა განხორციელდეს.

შეიძლება ამიტომაც არის გამართლებული პარლამენტის ქუთაისში ყოფნა. აქ კანონშემოქმედებისთვის შესაფერისი გარემოა.

შესაბამისად, მთავარი აქცია, რაც 2018 წელს ქუთაისში განხორციელდა და ქუთაისი იყო ამის ინიციატორი, სწორედ პარლამენტის ქუთაისში დარჩენის საკითხს ეხებოდა. ამას წინ უძღოდა ხელისუფლების საბოლოო გადაწყვეტილება, რომლის თანახმად პარლამენტი 2019 წლიდან სრულად გადავა თბილისში.  ქუთაისელი აქტივისტები არ ნებდებიან და აგრძელებენ აქციების სერიას – დატოვე პარლამენტი ქუთაისში!

თუმცა, პარლამენტარების გაგებაც შეიძლება. ქუთაისი თუ სააზროვნო სივრცეა, ძნელი ამოსაცნობი არაა რატომ ვერ გრნობენ პარლამენტარები თავს აქ კომფორტულად და რატომაც ეჩქარებათ ქუთაისიდან წასვლა.

პარლამენტარებიდან განსხვავებით ქუთაისელებს სხვა რამ ეჩქარებათ. კერძოდ – სიმართლის დადგენა.

თბილისში ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდისა და პანკისში სპეცოპერაციისას მოკლული ახალგაზრდის ფაქტებმა დ ა შემდეგ ამ საქმეების გამოუძიებლობამ, თბილისთან ერთად ქუთაისშიც ასობით ადამიანი გამოიყვანა გარეთ და საპროტესტო აქციაში ჩართო. "ნუ მომკლაც!" აქცია ყველაზე მასშტაბური იყო ქუთაისში, რომელმაც საპროტესტო მსვლელობას შემოუერთა ადამიანები კარდინალურად განსხვავებული პლათფორმიდან. დიდმა ტრაგედიამ და სიმართლის ვერპოვნამ გამაერთიანებლის ფუნქცია შეასრულა. თუმცა, ჯერჯერობით ვერ აპოვნინა სიმართლე შვილმოკლულ მამებს ზაზა სარალიძესა და მალხაზ მაჩალიკაშვილს. 

აქციებით გამოეხმაურა ქუთაისი თბილისში ღამის კლუბ "ბასიანსა" და კაფე "გალერიში" რეიდების მოწყობას და ზოგადად, სახელმწიფოში არსებულ რეპრესიულ ნარკოპოლიტიკას. ეს კლუბები ჩვენთვის არა უბრალოდ გართობის, არამედ თავისუფალი თვითგამოხატვის, განვითარებისა და სოციალური ცვლილებების ყველაზე მნიშვნელოვანი და ნათელი კერაა! –აცხადებდნენ აქციის მონაწილეები.

არჩევნებმა აქციებში პოლიტიკური შინარსი გაამძაფრა. ასევე გაახშირა სიტყვა არა–ს გამოყენება. ამ სიტყვის სიხშირით და სიმძაფრით გამეორებაში ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ "ქართული ოცნებისა"  და "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები. სლოგანები "არა მიშას" და "არა სალომეს" დიდხანს ტრიალებდა ქართულ პოლიტიკურ სივრცეში. აქციების ორგანიზატორებს  შეჰქონდათ დრამატულობა და ჰორორის ჟანრის ელემენტები. თუმცა არა მხოლოდ აქციებში, მაგალითად,  სახელისუფლებო პარტიამ წინაასაარჩევნო კამპანია მთლინად საშინელებატა ჟანრში გადაწყვიტა და მხოლოდ "არას" დრამატურგიაზე ააგო.

არა უძღოდა წინ აქციას დაშინებული და ძალადობის მსხვერპლი მინისტრის საქმეს. "ნუ ასარდაფებ" აქციას ქუთაისიც გამოეხმაურა.  

ქუთაისი საქართველოს პირველი პრეზიდენტის  ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიების მოთხოვნასაც შეუერთდა.

ქუთაისი არ შეუერთდა ქართული მარშის აქციებს. მართალია წელს ქუთაისში არც გამართულა. შეიძლება იმიტომაც, რომ ~მარშელების~ შარშანდელი მცდელობა ქუთაისში სრული კრახით დასრულდა. "მარშის" ლიდერები მხოლოდ  სასაცილო ვიდეოთი დარჩნენ ქუთაისელების მახსოვრობაში, ვიდრე–  მგზნებარე პატრიოტიზმით.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან
ბეტონის მასალები ცვივა.
11:46 / 18.12.2023
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან ბეტონის მასალები ცვივა.
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის
იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
17:15 / 11.12.2023
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.