საზოგადოება
ყინულის მოედანი ყინულის გარეშე (ვიდეო)
FaceBook
ქუთაისის ყინულის სასახლეში  სპორტულ და სამოყვარულო ჯგუფების 400-მდე მოსწავლეს 7 თვეა მეცადინეობები არ უტარდება.

მიზეზი, ყინულის დაზიანებული აგრეგატია.

აღსაზრდელთა მშობლები საციგურაო მოედნის ფუნქციონირებას ითხოვენ.



უფუნქციო ყინულის მოედნის გამო, სასახლის გარდერობიც ცარიელია.

ზოგიერთი კარადის კარი მოშლილია, ზოგიც- ბოქლომით საგანგებოდაა დატეკილი.

ერთ ადგილზეა დაწყობილი სპორტსმენების ციგურები და ინვენტარიც.

რა მდგომარეობაა ახლა ქუთაისის ყინულის სასახლეში, ნახეთ ქუთაისიპოსტის ვიდეოში:



ააიპ ქუთაისის ყინულის სასახლე მერიის დაქვემდებარებაშია.
Print