საზოგადოება
6 წელი გაუსაძლის პირობებში და ღია ცის ქვეშ დარჩენის შიში (ვიდეო)
FaceBook
ქუთაისში, ჭავჭავაძის #58-ში ყოფილი სამუსიკო სკოლის სასდილო შენობაში თვითნებურად შესახლებულ თეონა კლდიაშვილს ღია ცის ქვეშ დარჩენის შიში აქვს.
ის ოთხ მცირეწლოვან ბავშვთან ერთად ამორტიზებულ შენობაში 6 წელია ცხოვრობს. თეონას ოჯახის ორ წევრს დევნილის სტატუსი აქვს, ხოლო მეუღლის მშობლებს კომპენსაცია ერგოთ, ბინის სახით. თუმცა საცხოვრებელი არ მიუღიათ, რადგან, როგორც თეონა ამბობს, სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხა დედამთილისა და მამამთილისთვის სამკურნალოდ გამოიყენეს. 

"დაკმაყოფილებულად ითვლება ბავშვებიო და თქვენ არ გავქთ უფლება, სოციალურ საცხოვრისში ფართის მიღების მოთხოვნით დაწეროთ წერილიო. არ დამაწერინეს განცხადება მერიაში", - ამბობს თეონა კლდიაშვილი. 



ქუთაისის მერიაში განგვიმარტეს, რომ სოციალურ საცხოვრისში ბინის მისაღებად თეონა კლდიაშვილს კომისიისთვის შესაბამისი საბუთები უნდა წარედგინა.

"არ აქვს წარდგენილი საბუთები, როცა კომპლექტდებოდა თავშესაფარი", - გვითხრეს მერიაში. თუმცა კითხვაზე, მოხდება თუ არა მისი ფართით დაკმაყოფილება თუკი აღნიშნულ დოკუმენტაციას წარადგენს, ქუთაისის მერიაში პასუხი არ გაგვცეს.
Print