საზოგადოება
როგორ ხდება საქართველოში იარაღის დარეგისტრირება
FaceBook
საქართველოს კანონმდებლობით იარაღის შეძენა 18 წლამდე პირებისთვის აკრძალულია. იარაღის დარეგისტრირება შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში ხდება.
თუმცა, სააგენტოში მისვლამდე, მომავალმა კანონიერმა მფლობელმა იარაღის მაღაზიაში მისთვის სასურველი ნივთი უნდა შეარჩიოს. მაღაზიაში პირველად მისულ კლიენტს მხოლოდ პირადობის მოწმობას თხოვენ და იარაღის შერჩევის შემდეგ ნასყიდობის საბუთს გადასცემენ, რომელსაც შემდეგომში მომსახურების სააგენტოში რეგისტრაციის დროს წარადგენს.
სააგენტოს თანამშრომლების მიერ გადამოწმების შედეგად, აქვს თუ არა პირს იარაღის ტარების უფლება, მის დარეგისტრირებას რამდენიმე საათი ჭირდება.
იმ შემთხვევაში, თუკი პირს მართვის მომწობა აქვს, სააგენტოში დამატებით ჯანმრთელობის ცნობის წარდგენას არ ითხოვენ, ხოლო მართვის მომწობის არ არსებობის შემთხვევაში, მომსახურების სააგენტოში ჯანმრთელობის ცნობის წარდგენა სავალდებულოა.
რეგისტაციის შემდეგ სააგენტო მსურველ პირს გადასცემს სპეციალურ ნებართვას, რომელიც პიროვნებამ იარაღის მაღაზიაში უნდა წარადგინოს. მაღაზიის მფლობელები, მხოლოდ აღნიშნული საბუთის წარდგენის შემდგომ, გადასცემენ მყიდველს შეძენილ იარაღს.
მომსახურების სააგენტო პიროვნებას პარალელურად აძლევს იარაღის სახლამდე გადატანის ნებართვას.
საქართველოში იარაღის მოხმარება, შენახვა-შეძენას იარაღის შესახებ კანონი არეგულირებს, რომელიც 2003 წლის 1 ივლისიდან მოქმედებს.
ამავე კანონის მიხედვით, განსაზღვრულია გასაყიდად დასაშვები იარაღის სახეებიც.
დეა მანაგაძე
Print