საზოგადოება
ქუთაისის მერიამ სკვერი გაყიდულ მიწის ნაკვეთში გაცვალა - რაზე მოურიგდა ხელისუფლება კერძო მესაკუთრეს
FaceBook
ქუთაისის ადგილობრივმა თვითმმართველობამ ოთხი წლის წინ აუქციონის გზით გაყიდული მიწის ნაკვეთი საკუთრებაში დაიბრუნა. სანაცვლოდ, მერიამ საკუთრებაში არსებული სკვერი დათმო. 50 წლის ვადით გასხვისებულ სკვერში კომპანიას უფლება აქვს მრავალფუნქციური შენობა ააშენოს.

ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, რომ წინა ხელისუფლების დროს გაყიდული ობიექტის საკუთრებაში დაბრუნების მიზეზი ადგილობრივი მოსახლოების პროტესტი გახდა. მოსახლეობა გაყიდულ ტერიტორიაზე მრავალფუნქციური შენობის მშენებლობას აპროტესტებდა. მერიაში ირწმუნებიან, რომ საკუთრებაში დაბრუნებული ობიქტი აღარასოდეს გაიყიდება.

***
ქუთაისში, რუსთაველის გამიზრზე #108 ა-ში მდებარე 64 კვ. მ მიწის ნაკვეთი ადგილობრივმა თვითმმართველობამ 2011 წელს აუქციონზე 5 924 ლარად გაყიდა. ობიექტი ინდმეწარმე მერაბ კეკუტიამ შეიძინა.
თუმცა, საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, კეკუტიამ 2011 წელს აუქციონზე შეძენილი ტერიტორია შპს "ალფა +"-ს მიყიდა. აღნიშნულმა ორგანიზაციამ კი იქ 2013 წელს მრავალფუნქციური შენობის მშენებლობა დაიწყო.

KutaisiPost

საჯარო რეესტრის მონაცეემების მიხედვით, შპს "ალფა +" 2013 წელს დაფუძნდა, რომლის 100 პროცენტიანი წილის მფლობელი მამუკა ორმოცაძეა.
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა შპს "ალფა +"-ს რუსთველის #108 -ში მრავალფუნქციური შენობის მშენებლობის ნებართვა 2014 წელს შეუჩერეს. აღნიშნულის გამო, ტერიტორიაზე მშენებლობის გაგარძელების მოთხოვნით მამუკა ორმოცაძემ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გასული წლის 22 აპრილს სარჩელით მიმართა. თუმცა, სასამართლომ ორგანიზაციის სარჩელი არ დააკმაყოფილა.
მამუკა ორმოცაძემ 2014 წლის 10 ნოემბერს სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს (2014 წლის 16 ოქტომბრის) გადაწყვეტილება და მისი გაუქმებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
სააპელაციო სასამართლოს მთავარი სხდომა მიმდინარე წლის 31 მარტს გაიმართა. სადაც მომჩივანმა (შპს ალფა +) და მოწინააღმდეგე მხარეებმა (ქუთაისის მერია და საკრებულო) სასამართლოში დავის გაგრძელების ნაცვლად, მორიგების აქტი დასამტკიცებლად წარადგინეს.
ე.წ. მორიგების აქტის მიხედვით, მომჩივანი მხარე, შპს "ალფა +"ის დირექტორი უარს ამბობს სარჩელზე. ორმოცაძემ დავის გაგრძელებაზე უარი შემდეგი პირობით განაცხადა:
"ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია იღებს ვალდებულებას ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინაშე დასვას საკითხი ქალაქის საკუთრებაში არსებული ქონების, კერძოდ, რუსთაველის გამზრის #95-ის აღმოსავლეთით მდებარე 459 კვ. მ ფართობის, სკვერის ჩრდილოეთ ნაწილის ფართობით 115 კვ. მ. შპს "ალაფა +"-ისთვის პირდაპირი განკარგვის ფორმით, აღნაგობის უფლებით, 50 წლის ვადით სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემის თაობაზე", - ნათქვამია მხარეების მიერ წარმოდგენილ მორიგების აქტში.
მორიგების აქტის მიხედვით, შპს "ალფა +"-ს მერიის მიერ გადაცემულ სკვერში, უფლება აქვს სამშენებლო ნორმების დაცვით, მრავალფუნქციური შენობა ააშენოს. სანაცლოდ, კი რუსთველის გამზირის #95 -ის აღმოსავლეთით მდებარე სკვერის დარჩენილი ნაწილის (344კვ. მ. ფართობის) მოვლა-პატრონობა ეკისრება.
ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტავენ, რომ "ალფა +"-მა აღნიშნულ სკვერში ექსპერტის შეფასებით, ყოველწლიურად იჯარის სახით 1670 ლარი უნდა გაიხადოს. თუმცა, მორიგების აქტის მიხედვით, ორგანიზციას მიწის ნაკვეთის იჯარაში გადახდილად ჩაეთვლება მიწის ნაკვეთში (საუბარია რუსთველის 108ა-ში) თავდაპირველი მესაკუთრის, მერაბ კეკუტიას მიერ გადახდილი თანხა. შესაბამისად, ორგანიზაცია პირველი სამი წლის მანძილზე ყოველწლიური იჯარის გადახდა არ მოუწევს.
რატომ თქვა მომჩივნმა მხარემ უარი ქუთაისის თვითმმართველობასთან დავის გაგრძელებაზე? ამ და სხვა შეკითხვებზე პასუხის მისაღებად "ქუთაისიპოსტი" მამუკა ორმოცაძესთან დაკავშირებას შეეცადა. თუმცა, მან აღნიშნულ თემაზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა.
"რატომ დაინტერესდით ამ თემით. რა ხდება? ამ საკითხზე არანაირ კომენტარს არ ვაკეთებ", - განაცხადა "ქუთაიპოსტთან" სატელეფონო საუბრისას მამუკა ორმოცაძემ.
ადგილობრივ თვითმმართველობაში კი სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ( დაპირისპირებული მხარეების მორიგების აქტის დამტკიცება) საკრებულოს უმრავლესობის წევრმა არ მოიწონა.
"საინტერესოა, რატომ მივეცით სკვერი. რასაც ჩვენს წინამორბედებს ვუკრიტიკებდით, იგივე ხომ არ უნდა გავაკეთოთ", - განაცხადა საკრებულოს ბოლო სხდომაზე "რესპუბლიკური პარტიის" წარმომადგენელმა საკრებულოში, ნატო ქათამაძემ.
"ეს არ იყო ჩვენზე დამოკიდებული. ჩემს მოსვლამდე იყო ქალაქი და სკვერი დანაწილებული. ჩვენ არავისთვის არაფერი გვიჩუქებია, ეს სასამართლოს გადწყვეტილება იყო", - განმარტა ქუთაისის მერმა, შოთა მურღულიამ.

თეკლე მორგოშია

Print