სამართალი
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილის სასამართლო პროცესი 9 ნოემბერს გაიმართება
FaceBook
არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ცენტრის" ხელმძღვანელის, სულხან ქობულაძის ცემის საქმეზე წინასასამართლო პროცესი 9 ნოემბერს გაიმართება.

ამის შესახებ მისი უფლებამდამცველი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარემ, გიორგი სანტურიანმა განმარტა.

მისი თქმით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოშო პროცესი მიმდინარე წლის 29 სექტემბერს შედგა, სადაც აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს. სასამართლომ დავით დვალს, ბექა ყანჩელსა და მათ თანმხლებ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით 1000-1000 ლარიანი გირაო დააკისრა.
არსებული ინფორმაციით,პროკურატურა 2000 ლარიან გირაოს ითხოვდა,სასამართლომ კი თითოეულს 1000 ლარი დააკისრა.

გიორგი სანტურიანის თქმით, 9 ნოემბერის სხდომაზე სასამართლო მხარეების მტკიცებულებების დასაშვებებობაზე და მთავარ სხდომაზე მათ წარდგენაზე იმსჯელებს.

თავად დაზარალებული ამბობს, რომ 29 სექტემბრის სხდომას არ დასწრებია და გადაწყვეტილების შესახებ ადვოკატისგან შეიტყო. სანტურიანის ინფორმაციით, სხდომას არც თავად ესწრებოდა.

ქუთაისიპოსტი ამ საკითხზე ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს, ბექა ყანჩელს დაუკავშირდა.

"გზაში ვარ და გავარკვევ," - გვითხრა ბექა ყანჩელმა. თუმცა, ის მას შემდეგ სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

სულხან ქობულაძის ინფორმაციით, 2015 წლის ოქტომბერში, მას ფიზიკური შეურაცხყოფა საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით დვალმა, მისმა მოადგილემ, ბექა ყანჩელმა, დვალის მძღოლმა და უცნობმა ადამიანმა მიაყენეს. ქობულაძის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით მიმდინარეობდა.

ამავე თემაზე:

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ უფლებამოსილება შეიჩერა

საქმე თაროზე შემოდეს - სულხან ქობულაძე ქუთაისის მაღალჩინოსნებთან მომხდარ ინცინდენტზე

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარეს და მის მოადგილეს 1000-1000 ლარიანი გირაო შეეფარდათ
Print