სამართალი
ქუთაისში გარდაცვლილი პატიმრის ოჯახი თვითმკვლელობის ვერსიას არ იზიარებს
FaceBook
ქუთაისში, სასჯელაღსრულების N2 დაწესებულებაში პატიმარი გარდაცვლილი საკნის საპირფარეშოში ნახეს.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ მოხდა.  როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, 1979 წელს დაბადებულმა ბრალდებულმა ი.ს.-მ წინასწარი მონაცემებით, საკნის საპირფარეშოში სუიციდი განახორციელა.
მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით.
გამოძიებას პროკურატურის ზედამხედველობით საგამოძიებო დეპარტამენტი აწარმოებს.

"შემთხვევის ადგილი დათვალიერდა ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ, დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა," - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გარდაცვლილი პატიმარი უკვე გადაასვენეს ბათუმში საკუთარ სახლში. გარდაცვლილის ოჯახი თვითმკვლელობის ვერსიას არ ეთანხმება.
Print