სამართალი
ქუთაისში სილამაზის სალონების ქურდობისთვის შსს-მ არასრულწლოვნები ამხილა
FaceBook
ქუთაისში, ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე სილამაზის სამი სალონის ქურდობაში ეჭვმიტანილები ამხილა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული ცხელ კვალზე გაიხსნა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.

ქუთაისში, ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე სამი სილამაზის სალონი მიმდინარე წლის 25 სექტემბერს, გვიან ღამით გატეხეს. ფაქტის შესახებ მეპატრონეებმა დილით, მას შემდეგ გაიგეს, რაც ისინი სამსახურში მივიდნენ.

სალონების მესაკუთრეების ინფორმაციით, სამივე ობიექტიდან 1000 ლარამდე თანხაა წაღებული.



Print