სამართალი
სამტრედიაში არასრულწლოვნის მიმართ სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულის სასამართლო პროცესი 22 აგვისტოს გაიმართება
FaceBook
სამტერდიის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრები ახლგაზრდა მამაკაცის მიერ არასრულწლოვნების მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის საქმეზე სასამართლო პროცესი 22 აგვისტოს გაიმართება.

ბრალდებულის და დაზარალებული მხარის მოწმეების დაკითხვა სამტრედიის რაიონულ სასამართლოში 8 აგვისტოს იყო ჩანიშნული. თუმცა, იმის გამო, რომ მოსამართლე შვებულებაში გავიდა სასამართლო პროცესის გადაწევა მოხდა. ამის შესახებ ბრალდებულის ადვოკატმა ხვიჩა ნიკოლეიშვილმა განმარტა.

37 წლის დ. შ- ის მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მე-4 ნაწილის "გ" პუნქტით და 141-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 14 წლამდე ასაკის პირთან წინასწარი შეცნობით გაუკუღმართებული ფორმით სექსუალური ხასიათის ძალმომრეობით მოქმედებას და გარყვნილ ქმედებას ნიშნავს.

სამტრედიის პოლიციამ დ.შ.-ს წინააღმდეგ საქმე სოფელ ნოღას მეზობელი სოფლის მკვიდრის მიმართვის შემდეგ აღძრა. მამაკაცი, რომელმაც პოლიციას მიმართა, შანიძეს მისი 7 წლის გოგონას მიმართ გარყვნილ ქმედებაში ადანაშაულებს.

დაკავებულის ოჯახის წევრებისა და დაცვის მხარის განცხადებით, ის უდანაშაულოა. მათივე მტკიცებით, ბრალდებული მომჩივანის ცილისწამების და ამავე დროს, პოლიციის მხრიდან ძალადობის მსხვერპლია.




ამავე თემაზე:

20 წლიანი შესაძლო პატიმრობა 7 წლის გოგონაზე სექსუალური ძალადობისთვის - საქმე სამტრედიის სასამართლოში


Print