სამართალი
2016 წელს საჯარო მოხელის მიერ ქრთამის აღების 72 საქმიდან მხოლოდ 26 გაიხსნა
FaceBook
„მაღალი დონის კორუფცია ჯერ კიდევ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება საქართველოში“.

აღნიშნულია არასამთავრობო ორგანიზაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) მიერ მომზადებულ პოლიტიკის დოკუმენტში, რომელშიც საქართველოში არსებული კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი ინსტიტუტების საქმიანობაა განხილული.

„მოქმედი ხელისუფლების მიერ კომპლექსური კორუფციული დანაშაულების გამოვლენის შემთხვევები ფაქტობრივად არ არსებობს. საგამოძიებო ორგანოები ვერც სხვა სუბიექტების (ჟურნალისტების, არასამთავრობო ორგანიზაციების) მიერ გამოვლენილ შესაძლო შემთხვევებზე ახდენენ სათანადო რეაგირებას. მაღალი დონის კორუფციული დანაშაულები მხოლოდ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ გამოვლინდება ხოლმე, თუმცა, ასეთი შემთხვევების გამოძიებასაც კი, ხშირად თან ახლავს პროცედურული დარღვევები, რაც პოლიტიკური მოტივაციის ეჭვებს აჩენს. ასეთი მიდგომა უარყოფით გავლენას ახდენს სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ანტიკორუფციული საქმიანობის მიმართ საზოგადოებრივ ნდობაზეც,“ - აღნიშნულია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზაციისთვის მიწოდებულ სტატისტუკურ მონაცმებზე დაყრდნობით, IDFI-ში მიაჩნიათ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შექმნამდე (2015 წელი) და მას შემდეგაც, დანაშაულთა გახსნის თვალსაზრისით, არსებითი ცვლილება არ ფიქსირდება.

როგორია 2013-2016 წლებში საქართველოს ყველა საგამოძებო უწყებაში რეგისტრირებული დანაშაულთა სტატისტიკური მონაცემები და მათი გახსნის მანჩვენებელი იხილეთ ქუთაისიპოსტის მიერ მომზადებულ ინფოგრაფიკაში:



„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ რეკომენდაციით, კორუფციასთან მებრძოლი ინსტიტუტების ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით, აუცილებელია შემდგომი მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელება. კერძოდ, დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სამსახური შექმნა.


Print