სამართალი
სახალხო დამცველის აპარატმა ქუთაისში დაკავებული მოქალაქის საქმის შესწავლა დაიწყო
FaceBook
ქუთაისში საპატრულო პოლიციის მიერ დაკავებული კახაბერ ჩოგოვაძის საქმის შესწავლა სახალხო დამცველის აპარატმა დაიწყო.

კახაბერ ჩოგოვაძე საპატრულო პოლიციამ ორი დღის წინ ნარკოლოგიურ თრობაზე შემოწმების მიზნით ადმინისტრაციული წესით დააკავა და იმერეთის ნარკოლოგიური შემოწმების კაბინეტში გადაიყვანა.
ადვოკატის აკაკი ჯანელიძის ინფორმაციით, კახაბერ ჩოგოვაძემ უარი განაცხადა ნარკოლოგიური ტესტის ჩაბარებაზე. დაკავებიდან 12 საათიანი ვადის ამოწურვის შემდეგ გათავისუფლებული ჩოგოვაძე პოლიციამ სულ რამდენიმე წუთში თავიდან დააკავა და ისევ მოთხოვა ნარკოლოგიურ თრობაზე ლაბორატორიული და კლინიკური კვლევის ჩატარება, რაზეც დაკავებულმა პირმა კვლავ უარი განაცხადა.
ადვოკატის ინფორმაციით 20 საათიანი დაკავების შემდეგ ჩოგოვაძე ცუდად გახდა, იგი საავადმყოფოში გადაიყვენეს.
"ვსწავლოთ აღნიშნულ საქმეს. საავადმყოფოში თავად დაკავებულსაც შევხვდით," - აცხადებენ სახალხო დამცველის აპარატის  იმერეთის რეგიონულ წარმომადგენლობაში. 
ადვოკატი ადამიანის უფლებების დარღევასა და არაადამიანურ მოქცევაზე მიუთითებს.
კახაბერ ჩოგოვაძის დაკავებაზე შსს-ში აცხადბენ, რომ შეუძლიათ მიმართონ გენერალურ ინსპექციას, რომელიც შეისწავლის აღნიშნულ ფაქტს.
Print