სამართალი
"ვასაჩივრებ მოსამართლის უსაფუძვლო გადაწყვეტილებას" - თემურ ცამციშვილმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა
FaceBook
"გირჩის" ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, თემურ ცამციშვილი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ასჩივრებს. საქმის ხელმეორედ გამოძიების მიზნით  ცამციშვილმა სასამართლოში სარჩელი დღეს, 5 ივლისს შეიტანა.  საუბარია, მიმდინარე წლის 30 მაისს, საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმად, ქუთაისის მერიის ყოფილ თანამშრომელს თემურ ცამციშვილს, ადგილობრივი ბიუჯეტის სასარგებლოდ 5 800 ლარის გადახდა დაეკისრა.

ცამციშვილი ამბობს, იმედი მაქვს ამჯერად სასამართლო გადაწყვეტილებას მის სასარგებლოდ მიიღებს.

"დღეს ვასაჩივრებ მოსამართლე მანანა ნიკაჭიძეს სრულიად უსაფუძვლო გადაწყვეტილებას, არ გაითვალისწინეს საქმეზე არცერთი ჩვენი არგუმენტი, ის ხელშეკრულება რომელსაც მედავებიან არის 2012 წლის, ანუ  საქმეზე ხანდაზმულობის ვადაც გასულია. ამას სახელი აღარ ქვია, ეს არის უბრალოდ ხელის მოწერა მერის მოთხოვნაზე, რომელმაც ბრძანა კვლავ გადამეხადა ფული,"- ამბობს "გირჩის"ქუთაისის ორგანიზაცის ხელმძღვანელი.

ქუთაისის მერია მის ყოფილ თანამშრომელს სამსახურებრივი გულგრილობის შედეგად, ბიუჯეტისთვის ზიანის მიყენებაში ადანაშაულებდა და მისგან 6 200 ლარის გადახდას ითხოვდა.

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმოამდგენლებმა თემურ ცამციშვილს სასამართლოში მეორედ უჩივლა. მას ქუთაისის ბიუჯეტის სასარგებლოდ უკვე გადახდილი აქვს 6000 ლარი.

ამავე თემაზე:


ქუთაისის მერია თემურ ცამციშვილისგან 6000 ლარის გადახდას ითხოვს

"ცამციშვილმა განაჩენი კარგად წაიკითხოს" -ქუთაისის მერიის პასუხი "გირჩს"

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ თემურ ცამციშვილს 5 800 ლარის გადახდა დააკისრა

Print