დემურ სტურუას დედა დარწმუნებულია, რომ გოდერძი თევზაძე უდანაშაულოა.
ნონა ჯოჯუას თქმით, ის საქმის მასალებს გაეცნო და განაჩენის
გამოცხადებამდეც იცოდა, რომ ყოფილი პოლიციელი დამნაშავე არ იყო.
ნონა ჯოჯუა გარდაცვლილის
ბიცოლას ბრალდებას თანხის აღებასთან დაკავშირებით
კატეგორიულად უარყოფს.
"გამოძიებიდან დადგინდა რომ გოდერძი თევზაძე უდანაშაულოა. ამაზე ბევრი
ფაქტი მეტყველებს. მე მაინტერესებს ნამდვილი მკვლელი ვინ არის. სწორედ
ეს უნდა გამოიძიონ. დარიკო ჯაში რომ იძახის ფული ავიღეო, ნუთუ არ
რცხვენია ამას რომ ამბობს. თუ ფული მაქვს აღებული, ასე მოჯამაგირედ
ვიცხოვრებდი სხვის სახლში? ფული დარიკო ჯაშს აქვს აღებული. "თეთრმა
ხმაურმა" გადაუხადა ფული რომ ბევრი ეყვირა დემურის გარდაცვალებასთან
დაკავშირებით. დარიკო პოლიციელებს ვერ იტანს და საქმეც მაგაშია", -
განაცხადა ნონა ჯოჯუამ.
9 ივნისს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ
დემურ სტურუას გარდაცვალების საქმეში ბრალდებული ყოფილი პოლიციელი
გოდერძი თევზაძე უდანაშაულოდ ცნო. სასამრთლოს ამ გადაწყვეტილებას
სოციალურ ქსელში უკამყოფილება და აგრესია მოჰყვა. რის გამოც, სტურუას
ადვოკატმა, ლედი ტუკვაძემ განაცხადა, რომ ის იმ დოკუმენტებს
გაასაჯაროვებს, რომლის თანახმადაც თევზაძე
სასამართლომ უდანაშაულოდ სცნო.
სამტრედიის სოფელ დაფნარში მცხოვრებმა 22 წლის დემურ სტურუამ,
სიცოცხლე თვითმკვლელობით 2016 წლის 7 აგვისტოს დაასრულა.
თვითმკვლეობამდე მან წერილი დატოვა, სადაც გოდერძი თევზაძეს ფიზიკურ
და ფსიქოლოგიურ ზეწოლაში ადანაშაულებდა.
მომხდარის შემდეგ გოდერძი თევზაძეზე ძებნა გამოცხადდა, მოგვიანებით კი
პოლიციას ჩაბარდა.
მთავარმა პროკურატურამ
სამტრედიის რაიონული სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებელს, გოდერძი
თევზაძეს ბრალი 29 აგვისტოს წაუყენა.სამტრედიელი პოლიციელის საქმეზე
გამოძიება
სისხლის სამართლის კოდექსის115-ე და 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით
მიმდინარეობდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 5-დან 8 წლამდე
თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა.
ამავე
თემაზე:
დემურ სტურუას საქმეზე ბრალდებული პოლიციელის მიმართ ძებნა
გამოცხადდება
დემურ
სტურუას თვითმკვლელობაში ბრალდებულ პოლიციელს პატიმრობა
შეეფარდა
ქუთაისის
საქალაქო სასამართლომ გოდერძი თევზაძეს გათავისუფლებაზე უარი
უთხრა
დემურ
სტურუას ოჯახის წევრები სამტრედიის პოლიციასთან აქციის გამართვას
გეგმავენ
მასალის გამოყენების პირობები