სამართალი
სტურუას ბიცოლა სასამართლოს გადაწყვეტილების სტრასბურგში გასაჩივრებას გეგმავს
FaceBook
დემურ სტურუას ბიცოლა სასამართლოს გადაწყვეტილების სტრასბურგში გასაჩივრებას გეგმავს.
დარიკო ჯაშის თქმით, გარდაცვლილის დედამ ბრალდებული პოლიციელის გოდერძი თევზაძის ოჯახისგან ფული აიღო.

"ნონა ჯოჯუამ და დემურ სტურუას ძმამ ფული აიღეს და სწორედ ამიტომ გაამართლეს დემურის მკვლელი დღეს სასამართლოზე. ალბათ, მიცვალებული გადატრიალდებოდა კუბოში ეს ამბავი რომ მოხდა. არავის ვაპატიებ ამას და აუცილებლად თუკი საჭირო იქნება სტრასბურგში გავასაჩივრება",  - განცახდა დარიკო ჯაშმა.

დემურ სტურუას გარდაცვალების საქმეში ბრალდებული ყოფილი პოლიციელი გოდერძი თევზაძე ქუთაისის საქალაქო სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო.

სამტრედიის სოფელ დაფნარში მცხოვრებმა 22 წლის დემურ სტურუამ, სიცოცხლე თვითმკვლელობით 2016 წლის 7 აგვისტოს დაასრულა.
თვითმკვლეობამდე მან წერილი დატოვა, სადაც გოდერძი თევზაძეს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლაში ადანაშაულებდა.

მომხდარის შემდეგ გოდერძი თევზაძეზე ძებნა გამოცხადდა, მოგვიანებით კი პოლიციას ჩაბარდა.

მთავარმა პროკურატურამ სამტრედიის რაიონული სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებელს, გოდერძი თევზაძეს ბრალი 29 აგვისტოს წაუყენა.სამტრედიელი პოლიციელის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის115-ე და 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა.



ამავე თემაზე:


დემურ სტურუას საქმეზე ბრალდებული პოლიციელის მიმართ ძებნა გამოცხადდება

დემურ სტურუას თვითმკვლელობაში ბრალდებულ პოლიციელს პატიმრობა შეეფარდა

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით გოდერძი თევზაძე პატიმრობაში რჩება
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გოდერძი თევზაძეს გათავისუფლებაზე უარი უთხრა

დემურ სტურუას ოჯახის წევრები სამტრედიის პოლიციასთან აქციის გამართვას გეგმავენ

სტურუას თვითმკვლელობაში ბრალდებული დაცვის უპრეცენდენტო ზომებს ითხოვს
"ვთხოვ ყველას, ნუ იქნებიან აგრესიულები გოდერძი თევზაძის მიმართ"- ლედი ტუკვაძე
Print